გამარჯობა
სამწუხაროდ 14 აგვისტოს რეგულაციების თანახმად ჩვენი, რიგით მეორე ივენთი ”მიკროსამყარო” ვერ ჩატარდება, თუმცაღა უცილებლად ჩავატარებთ როგორც კი მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისაკენ
გისურვებთ ჯანმრთელობას.


მიკროსამყარო
“გიყვარდეს შენს შიგნით და გარეთ არსებული სამყარო”
"მიკროსამყარო" - არის ხელოვნების/მუსიკის/კულტურის/ ივენთი, რომელიც იმართება საკმეპინგე ზონა "ჩამოში". ყოველთვიურად სავსე მთვარის ღამეს, ჩვენ ვიწვევთ სტუმრებს, რომ წაიკითხონ ლექციები მშვენიერი ღამის ცის ქვეშ.





განრიგი
20 აგვისტო (პარასკევი)
17:00 | – ღია კარი |
18:00 | – კოტე ყუბანეიშვილის ლექცია |
20:00 | – ცოცხალი მუსიკა Vako Blix -ის მიერ |
23:30 | – დასასრული |
ბილეთები
20 ლარი
სპიკერი
კოტე ყუბანეიშვილი
პოეტი

კოტე ყუბანეიშვილი — ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოღვაწეა თანამედროვე საქართველოში. იგი ცნობილია საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის თავისი წვლილით ხელოვნების და პოეზიის სამყაროში, ასევე სატელევიზიო და რადიოთი გამოსვლებით სოციალური არეულობის პერიოდში და არა მარტო. მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს გაწევრიანებულა რომელიმე პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფკავშირებში, იგი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს თანამოქალაქეებს საზოგადოებრივ საპროტესტო მიტინგებისა და სოციალური შეკრების დროს.
კოტე, ცნობილი მხატვრის – თეიმურაზ ყუბანეიშვილის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. კოტეს დედა – ნინო დვალი მუსიკის პედაგოგი იყო.
მისმა ბავშვობის წლებმა დიდი გავლენა მოახდინა მის საკუთარ და დამოუკიდებელ მიდგომასა და ცხოვრების წამყვანი პოზიციის მიღებაში.
კოტემ, როგორც თარჯიმანმა თარგმნა მსოფლიოს უამრავი ცნობილი პოეტის ნაწარმოებები.
გამოქვეყნებული აქვს ათობით წიგნი. ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა დროს, იგი იყო გაზეთის მიმომხილველი, რადიო მონო შოუების ავტორი და მასპინძელი.
მუსიკა
Vako Blix
მუსიკოსი
დაიბადა 1993 წლის 28 სექტემბერს, ოზურგეთში. 10 წლისამ პირველი ნაბიჯები გადადგა მუსიკაში, ფოლკლორის მიმართულებით. მას შემდეგ რაც, 15-16 წლის ასაკში გადაწყვიტა როკ ბენდის შექმნა. ერთდულად ემსახურება თავის პროფესიას.
საყვარელი ინსტურუმენტები გახლავთ: გიტარა, საქსოფონი, ფლეიტა.

კაფე სტენდი “მეინაე”
კაფე მეინაე იქნება ჩამოს მხარდამჭერი ამ ივენთზე, რათა არ მოგაკლოთ უგემრიელესი ყავის მენიუ. აიღეთ ყავა, და ისიამოვნეთ ღამის ცის ქვეშ!

+30 ლარი კარავში დამრჩენთათვის!
მათთვის, ვისაც ნამდვილად უყვარს ჩვენი ივენთი და სურვილი აქვს დარჩენის, არ ინერვიულოთ, გვაქვს კარვები ღამის გასათევად! დაგვიკავშირდით წინასწარ ან ჰკითხეთ მომუშავე პერსონალს ადგილზე. შეგიძლიათ გადაიხადოთ 30 მლარი და მიიღოთ კომპლექტი! თუ უკვე გადაწყვიტეთ ერთი ღამით დარჩენა, დაგვიკავშირდით +995 593 908 131
წინა მიკროკოსმოსი (26 ივლისი)
საკონტაქტო
CHAMO
TEL:+995593908131
Email:chamo2019cf@gmail.com